იაპონიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკარგულად არც ერთი ადამიანი არ ითვლება. ჰოკაიდოზე სტიქიის ზონაში თავდაცვითი ძალების, პოლიციის და სახანძრო სამსახურის 40 ათასამდე თანამშრომელი მუშაობს.

ჰოკაიდოზე 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გასულ კვირას მოხდა. სტიქიამ მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია, რაც მსხვერპლის ძირითადი მიზეზი გახდა.