2018 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43%-ით გაიზარდა და 16 475 შეადგინა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტორთა შორის 54% ქართველია, ხოლო 46% უცხოელი.
ქართველი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 17%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა – 94%-ით.
სტატისტიკის მიხედვით, იანვარში ყველაზე მონახულებადი პარკები იყო: თბილისის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, პრომეთეს მღვიმე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და სათაფლია.