2017 წლის 11 თვეში, საქართველოს მასშტაბით 5 811 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რაც 12,8%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
პირველი არხისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემების თანახმად, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 6 664 იყო.
შსს-ის სტატისტიკით, 1-ელი დეკემბრის მონაცემებით, 14,2%-ით – 7 503-მდეა შემცირებული ავტოავარიებში დაშავებულ პირთა რაოდენობა.
რაც შეეხება დაღუპულთა რიცხვს, 1-ელი დეკემბრის მდგომარეობით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ქვეყანაში 392 ადამიანი გარდაიცვალა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი 424 იყო. შესაბამისად, კლებამ 7,5% შეადგინა.
რაც შეეხება მონაცემებს თვეების მიხედვით, მიმდინარე წელს, იანვრის გარდა, ყველა სხვა თვეში როგორც სატრანსპორტო შემთხვევების, ასევე მათ შედეგად დაშავებულთა რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, მცირდებოდა. აგვისტოში კი, წინა თვესთან შედარებით, ავარიებისა და დაშავებულთა რაოდენობის კლების მიუხედავად, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-დან 48-მდე გაიზარდა.