შსს სასაზღვრო პოლიციის სერჟანტის, ვალერი გედელიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შსს სასაზღვრო პოლიციის სერჟანტის, ვალერი გედელიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე სასაზღვრო პოლიციის სერჟანტის, ვალერი გედელიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის – 1989 წელს დაბადებული ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო.

სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი ვალერი გედელიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, ცვლაში ყოფნის დროს გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოძიებას სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს.