იანოშ ჰერმანი მთავრობის ახალ შემადგენლობასთან აქტიური თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს
საქართველოს მთავრობაში ბევრი სტრუქტურული ცვლილება მოხდა, ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ კონტაქტს მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლობასთან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა განაცხადა.
იანოშ ჰერმანმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობის ახალ მინისტრებთანაც აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება.
“ეს გადაწყვეტილებები ეკუთვნის საქართველოს მთავრობას, ჩვენ ვუხდით დიდ მადლობას იმ ადამიანებს, ექსმინისტრებს, რომლებიც ახლა თანამდებობებს ტოვებენ. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა მათთან. იმედს გამოვთქვამთ, რომ ახლად დანიშნულ მინისტრებთან აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება. ბევრი სტრუქტურული ცვლილება მოხდა, მას შემდეგ რაც იგი ძალაში შევა, ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ კონტაქტს მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლობასთან და ვნახავთ, როგორ შეგვეძლება ურთიერთობების გაგრძელება ამ ახალ გარემოებებში”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
ევროკავშირის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროინტეგრაციის სამინისტროების გაერთიანებაზეც ისაუბრა.
“სახელმწიფო მინისტრია აპარატი მუშაობდა პრემიერის ოფისთან, თუმცა უნდა ვნახოთ, ვინ იქნება ამაზე ახლა პასუხისმგებელი და გადავწყვეტთ, როგორ ვითანამშრომლებთ ამ გარემოებებში, ვიდრე ეს არ განხორციელდება ვერაფერს ვიტყვი”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.