იანის ანტენტოკუნმპოს აგენტმა გიორგოს პანუმ განაცხადა, რომ „მილუოკის“ ვარსკვლავი იმედოვნებს საბერძნეთის ნაკრების რიგებში ტოკიოს ოლიმპიადაზე თამაშს.
„მისი მიზანია – მოხვდეს ტოკიოს ოლიმპიადაზე. როგორც კი ის თავისუფალი და ჯანმრთელი იქნება, ითამაშებს საბერძნეთის ნაკრებში“, – განაცხადა პანუმ.
საბერძნეთის ნაკრებს არ აქვს გარანტირებული ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა. მას მოუწევს კანადაში საკვალიფიკაციო ტურნირზე თამაში.
ამ მომენტისთვის, ანტენტოკუნმპო აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალში თამაშობს. „მილუოკისა“ და „ატლანტას სერიაში ანგარიშია – 1:1.