ლებრონ ჯეიმსი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელია #1TVSPORT
PHOENIX, ARIZONA - MAY 25: LeBron James #23 of the Los Angeles Lakers watches from the bench during the second half of Game Two of the Western Conference first-round playoff series at Phoenix Suns Arena on May 25, 2021 in Phoenix, Arizona. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. (Photo by Christian Petersen/Getty Images)
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი 2023 წელს NBA-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდა. ის ამერიკული ჟურნალის, Forbes-ის მიერ შედგენილი რეიტინგის პირველ ადგილზე აღმოჩნდა.
გამოცემის დათვლით, NBA-ის ოთხგზის ჩემპიონის შემოსავალმა 117.6 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ თანხიდან ხელფასი შეადგენს 47.6 მილიონ დოლარს, ხოლო 70 მილიონი – მოედნის მიღმა გამომუშავებულ თანხას.
2023 წელს NBA-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელების ტოპათეული:
- ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი) – 117,6 მლნ (47,6+70)
- სტეფენ კარი (გოლდენ სტეიტი) – 101,9 მლნ (51,9+50)
- კევინ დურანტი (ფინიქსი) – 91,4 მლნ (46,4+45)
- იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი) – 85,6 მლნ (45,6+40)
- დემიან ლილარდი (მილუოკი) – 63,6 მლნ (45,6+18)
- კლეი ტომპსონი (გოლდენ სტეიტი) – 61,2 მლნ (43,2+18)
- ჯოელ ემბიდი (ფილადელფია) – 57,6 მლნ (47,6+10)
- ჯეიმს ჰარდენი (ფილადელფია) – 57,6 მლნ (35,6+22)
- ჯიმი ბატლერი (მაიამი) – 55,2 მლნ (45,2+10)
- პოლ ჯორჯი (კლიპერსი) – 54,6 მლნ (45,6+9)
- ნიკოლა იოკიჩი (დენვერი) – 54,6 მლნ (47,6+7)