ლუკა დონჩიჩი NBA-ის რეგულარულის საუკეთესო ბომბარდირი გახდა #1TVSPORT
ლუკა დონჩიჩი NBA-ის რეგულარულის საუკეთესო ბომბარდირი გახდა #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) დასრულდა 2023-24 წლების რეგულარული სეზონი და გაირკვა პლეი ინისა და პლეი ოფის წყვილები.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა რეგულარულის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი. ეს არის „დალასის“ ლიდერი ლუკა დონჩიჩი. ის საშუალოდ მატჩში აგროვებდა 30.4 ქულას, 9.2 მოხსნასა და 9.8 შედეგიან გადაცემას.

მეორე ადგილზეა „მილუოკის“ ფორვარდი იანის ანტენტოკუნმპო – 30.4 ქულა, 11.5 მოხსნა და 6.5 შედეგიანი პასი.

შედეგიანობის მიხედვით მესამე გახდა „ოკლაჰომას“ მცველი შეი გილჯეს-ალექსანდერი. დასრულებულ რეგულარულში მისი მონაგარი იყო 30.1 ქულა, 5.5 მოხსნა და 6.2 შედეგიანი პასი.

მხოლოდ ამ სამმა კალათბურთელმა გადალახა 30-ქულიანი ზღვარი.