შაკილ ო’ნილს მიაჩნია, რომ NBA-ის ყოფილი მოთამაშეები თანამედროვეებს დაამარცხებდნენ #1TVSPORT
შაკილ ო’ნილს მიაჩნია, რომ NBA-ის ყოფილი მოთამაშეები თანამედროვეებს დაამარცხებდნენ #1TVSPORT

ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა, შაკილ ო’ნილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც დაურთო ფოტო. მასზე გამოსახულია ორი გუნდი – NBA-ის ექსმოთამაშეების ნაკრები და ლიგის მოქმედი ვარსკვლავების ნაკრები.

პირველ გუნდში ო’ნილთან ერთად მოხვდნენ მეჯიქ ჯონსონი, ლარი ბერდი, მაიკლ ჯორდანი და კობი ბრაიანტი. თანამედროვე გუნდში აღმოჩნდნენ სტეფენ კარი, იანის ანტენტოკუნმპო, ლებრონ ჯეიმსი, კევინ დურანტი და ჯოელ ემბიდი.

„4:2 ჩემი გუნდის სასარგებლოდ, რა თქმა უნდა“, – დაწერა ო’ნილმა.