ნიკოლა იოკიჩი MVP-ის პრიზის მთავარი პრეტენდენტია #1TVSPORT
ნიკოლა იოკიჩი MVP-ის პრიზის მთავარი პრეტენდენტია #1TVSPORT

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) განაახლა 2023-24 წლების სეზონის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულის პრეტენდენტთა სია. ლიდერი კვლავინდებურად „დენვერის“ ცენტრი ნიკოლა იოკიჩია. მის შემდეგ მოდიან – შეი გილჯეს-ალექსანდერი „ოკლაჰომადან“ და იანის ანტენტოკუნმპო „მილუოკიდან“.

რეიტინგიდან ამოვარდა ყოფილი ლიდერი, „ფილადელფიას“ ცენტრი ჯოელ ემბიდი, რომელმაც ტრავმა მიიღო და, სავარაუდოდ, პლეი ოფამდე ვერ შეძლებს თამაშს.

MVP-ის პრიზის კანდიდატები:

  1. ნიკოლა იოკიჩი (დენვერი)
  2. შეი გილჯეს-ალექსანდერი (ოკლაჰომა)
  3. იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი)
  4. ლუკა დონჩიჩი (დალასი)
  5. ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი)
  6. კავაი ლეონარდი (კლიპერსი)
  7. დომანტას საბონისი (საკრამენტო)
  8. კევინ დურანტი (ფინიქსი)
  9. დონოვან მიტჩელი (კლივლენდი)
  10. ენტონი დევისი (ლეიკერსი)