ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) განაახლა 2023-24 წლების სეზონის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულის პრეტენდენტთა სია. ლიდერი კვლავინდებურად „დენვერის“ ცენტრი ნიკოლა იოკიჩია. მის შემდეგ მოდიან – შეი გილჯეს-ალექსანდერი „ოკლაჰომადან“ და იანის ანტენტოკუნმპო „მილუოკიდან“.
რეიტინგიდან ამოვარდა ყოფილი ლიდერი, „ფილადელფიას“ ცენტრი ჯოელ ემბიდი, რომელმაც ტრავმა მიიღო და, სავარაუდოდ, პლეი ოფამდე ვერ შეძლებს თამაშს.
MVP-ის პრიზის კანდიდატები:
- ნიკოლა იოკიჩი (დენვერი)
- შეი გილჯეს-ალექსანდერი (ოკლაჰომა)
- იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი)
- ლუკა დონჩიჩი (დალასი)
- ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი)
- კავაი ლეონარდი (კლიპერსი)
- დომანტას საბონისი (საკრამენტო)
- კევინ დურანტი (ფინიქსი)
- დონოვან მიტჩელი (კლივლენდი)
- ენტონი დევისი (ლეიკერსი)