NBA-მ შიდასასეზონო ტურნირის სიმბოლური ხუთეული შეადგინა #1TVSPORT

11:13, 12.12.2023

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პრესსამსახურმა წარმოადგინა შიდასასეზონო ტურნირის სიმბოლური ხუთეული, რომელიც ასე გამოიყურება:

იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი), ენტონი დევისი (ლეიკერსი), კევინ დურანტი (ფინიქსი), ტაირიზ ჰალიბერტონი (ინდიანა), ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი).

შეგახსენებთ, რომ „ლეიკერსი“ ტურნირის პირველი ჩემპიონი გახდა. ფინალში ლოსანჯელესურმა კლუბმა „ინდიანა“ 123:109 დაამარცხა.

ფინალის საუკეთესო მოთამაშე 41 ქულით ენტონი დევისი გახდა, ტურნირის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) კი ლებრონ ჯეიმსი დასახელდა.

მსგავსი