ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პრესსამსახურმა წარმოადგინა შიდასასეზონო ტურნირის სიმბოლური ხუთეული, რომელიც ასე გამოიყურება:
იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი), ენტონი დევისი (ლეიკერსი), კევინ დურანტი (ფინიქსი), ტაირიზ ჰალიბერტონი (ინდიანა), ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი).
შეგახსენებთ, რომ „ლეიკერსი“ ტურნირის პირველი ჩემპიონი გახდა. ფინალში ლოსანჯელესურმა კლუბმა „ინდიანა“ 123:109 დაამარცხა.
ფინალის საუკეთესო მოთამაშე 41 ქულით ენტონი დევისი გახდა, ტურნირის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) კი ლებრონ ჯეიმსი დასახელდა.