ანტენტოკუნმპომ „მილუოკისთან“ კონტრაქტი გააგრძელა - 3 წლით 186 მილიონი დოლარის სანაცვლოდ #1TVSPORT
ანტენტოკუნმპომ „მილუოკისთან“ კონტრაქტი გააგრძელა - 3 წლით 186 მილიონი დოლარის სანაცვლოდ #1TVSPORT

„მილუოკი ბაქსის“ ფორვარდმა, იანის ანტენტოკუნმპომ სამი წლით გააგრძელა კონტრაქტი კლუბთან. ESPN-ის ინსაიდერის, ედრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით, ამ პერიოდში ის 186 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. 2028-29 წლების სეზონის შემდეგ გათვალისწინებულია ხელშეკრულების ერთი წლით გაგრძელება.

NBA-ში გატარებული 11 სეზონის განმავლობაში ბერძენმა კალათბურთელმა 234.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2025-26 წლების სეზონის ბოლომდე იყო ძალაში.

ანტენტოკუნმპო NBA-ის ჩემპიონია (2021), ასევე ორჯერ იყო რეგულარული სეზონის MVP.