საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით, აშშ მხარს უჭერს მედიაპლურალიზმს.
როგორც იან კელიმ ტელეკომპანია „იბერიას“ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, აშშ-ს საელჩო ღიაა მედიის წარმომადგენლებთან სასაუბროდ და დაინტერესებულია საქართველოში მედიის განვითარებით.
„ჩვენ ვართ ღია საელჩო, შესაბამისად, ვესაუბრებით მედიის წარმომადგენლებს, რომ უკეთ გავიგოთ რა ხდება ზოგადად ამ მიმართულებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ მედიაპლურალიზმს. აუცილებელია, მედიაში არსებობდეს მრავალი სხვადასხვა ხმა და მოსახლეობას ხელი მიუწვდებოდეს ამაზე, შესაბამისად, ვაგრძელებთ მედიაპლურალიზმის მხარდაჭერას“, – განაცხადა ელჩმა.
„იბერიას“ ჟურნალისტებმა ტელეკომპანიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოში შეხვედრა რამდენიმე დღის წინ გამართეს. ტელეკომპანიის პრობლემებთან დაკავშირებით „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა განცხადება 20 თებერვალს გაავრცელა.