იან კელი - ძალიან მარტივია, ჩვენ არ ვცნობთ არც ერთ საზღვარს, რომელზეც ანატოლი ბიბილოვი საუბრობს
ძალიან მარტივია, ჩვენ არ ვცნობთ არც ერთ საზღვარს, რომელზეც ანატოლი ბიბილოვი საუბრობს, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერის განცხადების კომენტირებისას.
“ჩვენ არ ვცნობთ არც ერთ საზღვარს, რომელზეც ანატოლი ბიბილოვი საუბრობს. ჩვენ არ ვაღიარებთ მას, როგორც საერთაშორისო საზღვარს. ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ხელოვნური ბარიერების შექმნისკენაა მიმართული ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს დარჩენილ ნაწილში, ჩვენ ჩავთვლით მიუღებლად და არაკანონიერად. ეს არის არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, უნდა იყოს ნაკლები დაბრკოლება ე.წ. საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის, ამიტომ მივიჩნევთ მას არალეგიტიმურად და არასწორად”,- აღნიშნა იან კელიმ.
შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა განაცხადა, რომ დე ფაქტო მთავრობა ე.წ. საზღვრის განმტკიცებას გააგრძელებს.