იან კელი - არჩევნების მეორე ტური ჩატარდა წყნარად, განსაკუთრებული ინციდენტების გარეშე
იან კელი - არჩევნების მეორე ტური ჩატარდა წყნარად, განსაკუთრებული ინციდენტების გარეშე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური განსაკუთრებული ინციდენტების გარეშე ჩატარდა.

ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა ტექნო პარკში განაცხადა, სადაც გლობალური სამეწარმეო კვირეული გაიხსნა.

„არჩევნების მეორე ტური ჩატარდა წყნარად, განსაკუთრებული ინციდენტების გარეშე. მოხარული ვართ ამის გამო და გავაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყანაში განმტკიცდეს გამჭვირვალე, პლურალისტური და დემოკრატიული სისტემა“,- განაცხადა იან კელიმ.

თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის და თვითმმართველი თემების ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურები ტარდება.

 

ავტორი: სანდრო ჯუფალაკიანი