იამაიკას ტროპიკული შტორმი „გრეისი“ დაატყდა თავს
იამაიკას ტროპიკული შტორმი „გრეისი“ დაატყდა თავს

იამაიკას ტროპიკული შტორმი „გრეისი“ დაატყდა თავს. სტიქიამ წყალდიდობა გამოიწვია. დატბორილია ქუჩები და მოგლეჯილია ხეები. მიყენებული ზიანის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

მანამდე კი, შტორმმა ჰაიტის გადაუარა, სადაც რამდენიმე დღის წინ, მიწისძვრამ 1 400-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

მეტეოროლოგების პროგნოზით, „გრეისი“, რომელიც ამჟამად მექსიკისკენ მიიწევს, ქარიშხლის კატეგორიას მიაღწევს და იუკატანის ნახევარკუნძულს გადაუვლის.