მის მსოფლიო 23 წლის იამაიკელი ტონი ენ სინგი გახდა

23:01, 14.12.2019

მის მსოფლიო 2019-ის ტიტული 23 წლის იამაიკელმა ტონი ენ სინგმა მოიპოვა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მის მსოფლიოს ტიტული იამაიკამ მიიღო.

პირველი ვიცე-მის მსოფლიო ფრანგი ოფელია მეზინო გახდა, მეორე ვიცე-მის მსოფლიო კი ინდოელი სუმან რაოა.

კონკურს მის მსოფლიოს ფინალური შოუ ლონდონში ჩატარდა.

მსგავსი