ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია საგამოძიებო უწყებაში საქმის პროკურორს ხვდება
ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების საქმის პროკურორს ხდება.
ბაჩანა შენგელიას თქმით, გამოძიებიდან ოთხ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა არანაირი კონკრეტული შედეგი გამოძიებას არ აქვს.
„ჯერ არ ვიცით, საქმეში რა საპროცესო მოქმედებებია ჩატარებული, თუმცა ვიცით, რომ მნიშვნელოვანი საპროცესო მოქმედებები ჩატარებული არ არის. მაგალითად, არ არის გამოკითხული ბატონი მიხეილ ბატიაშვილი, ასევე სხვა პირები, რომლებსაც უშუალოდ ჰქონდათ დანაშაულთან შემხებლობა. ვაპირებთ, ამ საქმეში ყველა დეტალს დავაკვირდეთ. დღევანდელო ექსპერტიზის პასუხებითაც ჩანს, რომ ადგილი გვაქვს სისტემურ დანაშაულთან“, – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.
გენერალურმა პროკურატურამ ია კერზაიას შვილს, ბაჩანა შენგელიას, ზუგდიდის მე-6 სკოლაში ინსპექტირების საქმის მასალების გასაცნობად საგამოძიებო უწყებაში მისვლა გუშინ შესთავაზა.
უწყების ცნობით, 2018 წლის ნოემბერში, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე გამოკითხულ მოწმეებს შორის არიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის სპეციალისტები, ასევე სკოლის პედაგოგები და სხვა პერსონალი.