ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში, ექიმთა ჯგუფმა ილტოს ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო დახმარება გაუწია
საქველმოქმედო ფონდ „მზის შვილების“ ორგანიზებით, ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ილტოს ხეობაში ექიმთა ჯგუფმა ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო დახმარება გაუწია.
სხვადასხვა პროფილის ექიმება ადგილობრივ მცხოვრებლებს გამოკვლევები ჩაუტარეს და საჭირო მედიკამენტები გადასცეს. უფასო სამედიცინო მომსახურება ილტოს ხეობაში მცხოვრებ 30-ზე მეტ ადგილობრივს გაეწია.
,„გამიზომეს წნევა და შაქრის დონე, კარდიოგრამა გადამიღეს და წამალიც მომცეს. 86 წლის ვარ და მიჭირს სოფლიდან ექიმთან წასვლა. კარგია, რომ ექიმები მოვიდნენ და თანაც უფასოდ ჩაგვიტარეს გამოკვლევები”,- განაცხადა შახვეტილის მცხოვრება, ქეთო რიგიშვილმა.
აქციის ორგანიზატორის ინფორმაციით, საქველმოქმედო აქციები საქართველოს მაღალმთიან სოფლებში პერიოდულად გაიმართება.