მეხანძრე-მაშველებს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ [ფოტო]
მეხანძრე-მაშველებს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ [ფოტო]

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს საგანგებო სიტუაციების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მეხანძრე-მაშველების კვალიფიკაციის ამაღლება საგანგებო სიტუაციების დროს, შემთხვევის ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის კუთხით.

სწავლება განსაკუთრებულ, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზაზე გაიმართა. ტრენინგში მონაწილეობდა 15 მეხანძრე-მაშველი, რომლებიც მიღებულ ცოდნას სამომავლოდ ხანძრისა და სამაშველო ოპერაციების დროს გამოიყენებენ.

ღონისძიება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და პოლონეთის სოლიდარობის ფონდის თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, გამოცდილების გაზიარებისა და სხვადასხვა სახის სწავლების ჩატარების მიზნით, პოლონურ მხარესთან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.

სწავლება პოლონეთის სოლიდარობის ფონდის მიერ იყო ორგანიზებული.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი