საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ მარნეულში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანა
საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ მარნეულში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანა

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ დღეს მარნეულში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანა. ნობათის 600 შეკვრა მარნეულისა და ბოლნისის ყველაზე შეჭირვებულ მოსახლეობას დაურიგდება.

საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა, დურსუნ გასანოვმა განაცხადა, რომ აქცია საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობის სახელით ტარდება.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინიციატივით, ვატარებთ საქველმოქმედო აქციას. აქცია დაიწყო გუშინ. დღეს ვართ მარნეულში. ეს აქცია ჩატარდება ასევე რუსთავში, გარდაბანში, კახეთში, თბილისში, შიდა ქართლში.

აქცია ტარდება ჩვენი ორი ქვეყნის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობის სახელით.

მიზანი ერთი გვაქვს, ყველა ძალით ვებრძოლოთ კორონავირუსს და ვიცი, მალე დასრულდება. საქართველოს მთავრობა ამისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს“, – განაცხადა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა, დურსუნ გასანოვმა.