ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის ზამთრის კურორტებზე სამედიცინო დახმარების დამატებითი ეკიპაჟები გაიგზავნა
ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის ზამთრის კურორტებზე სამედიცინო დახმარების დამატებითი ეკიპაჟები გაიგზავნა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ზამთრის ტურისტულ სეზონს სრულად მომზადებული ხვდებიან.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების დამატებითი ეკიპაჟები ყველა შესაბამის ლოკაციაზე სპეცმანქანებითა და სამედიცინო აღჭურვილობით მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისს უზრუნველყოფენ“, – აცხადებენ უწყებაში.

11 ეკიპაჟი გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის ზამთრის კურორტებზე უკვე გაემგზავრა.