ჰუბერტ ქნირში - მოხარული ვარ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად მუშაობა დაიწყო, იმედი მაქვს, პარლამენტი მიიღებს შესაბამის ცვლილებებს
მოხარული ვარ, რომ დაიწყო უკვე მუშაობა, რათა საარჩევნო კანონმდებლობა გაუმჯობესდეს და იმედი მაქვს, პარლამენტი გაითვალისწინებს კომისიის დასკვნებს და მიიღებს შესაბამის ცვლილებებს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.
„არჩევნების შეფასებაზე თქვენ მოისმინეთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ასევე ბოლო შეფასება ევროკომისიისა. ეს იყო არჩევნები, პირველი ტური, რომელიც ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იყო პატარა ნიუანსები, რომელიც გამოსწორებას საჭიროებს. მოხარული ვარ, რომ დაიწყო უკვე მუშაობა იმისთვის, რომ საარჩევნო კანონმდებლობა გაუმჯობესდეს და იმედი მაქვს, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს კომისიის დასკვნებს და მიიღებს შესაბამის ცვლილებებს“, – განაცხადა ელჩმა.