ჰუბერტ ქნირში - იმედია, საქართველოში ყველა თანხმდება, რომ გარემოს დაცვა არის კაცობრიობის საერთო პასუხისმგებლობა
იმედია, საქართველოში ყველა თანხმდება, რომ გარემოს დაცვა არის კაცობრიობის საერთო პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით კრწანისის ტყეპარკში გამართულ გამოფენაზე განაცხადა.
„ჩვენ ახლა ვართ კრწანისის ტყეპარკში. საოცარი ადგილია თბილისსა და რუსთავთან ახლოს. ეს საუკეთესო ადგილია ბუნებასთან შეხებისთვის. ჩვენმა ავსტრიელმა მეგობრებმა ძალიან კარგი სამუშაო შეასრულეს და მოაწყვეს ავსტრიელი ხელოვანის გამოფენა, რომელიც გარემოსდაცვითი მოძრაობის წევრი იყო ავსტრიაში, გერმანიაში და მსოფლიოშიც. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ გარემოს დაცვის დღეს და იმედია, საქართველოში გარემოზე ყველა ფიქრობს და თანხმდება, რომ გარემოს დაცვა არის კაცობრიობის საერთო პასუხისმგებლობა“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.