ჰუბერტ ქნირში - გერმანიაში დასაქმებულ ჯგუფთან დაკავშირებული ინფორმაციის შემდეგ, უწყებების მიერ მოხდა უზრუნველყოფა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა შესრულდეს
ჰუბერტ ქნირში - გერმანიაში დასაქმებულ ჯგუფთან დაკავშირებული ინფორმაციის შემდეგ, უწყებების მიერ მოხდა უზრუნველყოფა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა შესრულდეს

გერმანიაში, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ჯგუფთან დაკავშირებული ინფორმაციის შემდეგ, უწყებების მიერ მოხდა უზრუნველყოფა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა შესრულდეს, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა. ელჩის კომენტარს საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

„ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომელიც ეხებოდა მარწყვის ფერმაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ჯგუფს, გერმანულ უწყებებთან მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით.

წესისამებრ, უწყებების მიერ მოხდა იმის უზრუნველყოფა, რომ შესრულდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა, მათ შორის, შესაფერისი საცხოვრისით უზრუნველყოფა. გერმანიაში გარანტირებულია 9,5 ევროს ოდენობის მინიმალური ხელფასი.

პრობლემები შეიძლება, ყველგან იყოს. მთავარია, მათი მოგვარება მალე მოხდეს.

კარგია, რომ მედიაში ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა. იმედი მაქვს, რომ პროგრამის წარმატებით განხორციელებაც იგივე ყურადღებით გაშუქდება“, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც გერმანიაში დასაქმების სპეციალური პროგრამით წასული საქართველოს მოქალაქეები არასათანადო სოციალურ პირობებში იმყოფებიან.