ჰონგ-კონგში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან 17 მამაკაცი და ორი ქალია.
დაშავებულთა რიცხვი 60-ის აღწევს.
გავრცელებული ინფორმაციით, ორსართულიანი ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, შედეგად ავტობუსი ამობრუნდა.
რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.