ჰონგ-კონგში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 ადამიანი ემსხვერპლა
ჰონგ-კონგში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 ადამიანი ემსხვერპლა

ჰონგ-კონგში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან 17 მამაკაცი და ორი ქალია.

დაშავებულთა რიცხვი 60-ის აღწევს.

გავრცელებული ინფორმაციით, ორსართულიანი ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, შედეგად ავტობუსი ამობრუნდა.

რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.