ჰიტროუს აეროპორტში სატრანსპორტო საშუალებების შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ლონდონში, ჰიტროუს აეროპორტში ორი სატრანსპორტო საშუალების შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას ამის შესახებ Sky News ავრცელებს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ინციდენტის შედეგად ტრავმა მიიღო ორმა ადამიანმა.
ლონდონის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლების ინფორმაციით, ერთ-ერთს მათგანს გული გაუჩერდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი აეროპორტის თანამშრომელია, მეორე დაშავებულის მდგომარეობა კი სტაბილურია და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
ინციდენტის გამო, აეროპორტის მუშაობა რამდენიმე საათით შეფერხდა.