ჰიტროუს აეროპორტში სატრანსპორტო საშუალებების შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ჰიტროუს აეროპორტში სატრანსპორტო საშუალებების შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ლონდონში, ჰიტროუს აეროპორტში ორი სატრანსპორტო საშუალების შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას ამის შესახებ Sky News  ავრცელებს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ინციდენტის შედეგად ტრავმა მიიღო ორმა ადამიანმა.

ლონდონის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლების ინფორმაციით,  ერთ-ერთს მათგანს გული გაუჩერდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი აეროპორტის თანამშრომელია, მეორე დაშავებულის მდგომარეობა კი სტაბილურია და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ინციდენტის გამო, აეროპორტის მუშაობა რამდენიმე საათით შეფერხდა.