ჰითროუს აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე 12 წლის ბიჭი ბილეთის გარეშე ავიდა
ჰითროუს აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე 12 წლის ბიჭი ბილეთის გარეშე ავიდა

12 წლის ბიჭი ლონდონში, ჰითროუს აეროპორტში ერთ-ერთი თვითმფრინავის ბორტზე ბილეთის გარეშე ავიდა.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, 12 წლის ბიჭი, ბორტზე მშობლების და ბილეთის გარეშე მოხვდა. ის გამცილებელმა შენიშნა და ბილეთი მოსთხოვა, რათა ადგილი მიეთითებინა.

საბოლოოდ ბავშვი თვითმფრინავიდან პოლიციამ ჩაიყვანა და უსაფრთხოების მიზნით დაუყონებლივ ყველა მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა, რის გამოც რეისი თითქმის ოთხი საათით გადაიდო.

ჯერ უცნობია, როგორ მოხვდა 12 წლის ბიჭი ბორტზე პასპორტის გარეშე.

ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

დატოვე კომენტარი