ჰილარი კლინტონს სიტყვით გამოსვლის დროს შვილიშვილებმა დაურეკეს [ვიდეო]
აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი 2020 წლის წინასაარჩევნო შეხვედრას ესწრებოდა. აუდიტორიისადმი მიმართვისას, ჰილარი კლინტონს ტელეფონმა დაურეკა. როგორც აღმოჩნდა, მას შვილიშვილები – ეიდენი და შარლოტა უკავშირდებოდნენ.
„თქვენ არც კი დაიჯერებთ, ეს ჩემი შვილიშვილები არიან, რომლებიც „ფეის თაიმით“ მირეკავენ. შემდეგ მან ტელეფონს უპასუხა და შვილიშვილებს მიესალმა.
„გამარჯობა ეიდენ და შარლოტა. შეხვედრაზე ვარ. შეიძლება მოგვიანებით დაგირეკოთ? – უთხრა კლინტონმა შვილიშვილებს, რასაც აუდიტორიის აპლოდისმენტები მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ ჰილარი კლინტონი შეხვედრას მართავდა პოლიტიკურ კომიტეტ „ვოუთ მამას“ (Vote Mama) წევრებთან. ეს ორგანიზაცია მხარს უჭერს ახალგაზრდა დედებს, რომლებსაც პოლიტიკაში ჩართვა და არჩევნებში მონაწილეობა უნდათ.