ჰილარი კლინტონმა რუსეთში დაპატიმრებული ამერიკელი კალათბურთელის გათავისუფლება მოითხოვა #1TVSPORT
ჰილარი კლინტონმა რუსეთში დაპატიმრებული ამერიკელი კალათბურთელის გათავისუფლება მოითხოვა #1TVSPORT

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ჰილარი კლინტონმა გამოაცხადა, რომ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ აშშ-ის ქალთა საკალათბურთო ნაკრებში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბრიტნი გრაინერი, რომელიც რუსეთში ნარკოტიკების კონტრაბანდის საქმეზე დააკავეს.

„გაათავისუფლეთ ბრიტნი“, – დაწერა „ტვიტერში“ კლინტონმა.

თებერვალში ნიუ იორკიდან მოსკოვში ჩასვლის შემდეგ, კალათბურთელს აეროპორტში ჰაშიშის ზეთი უპოვნეს. 31 წლის გრაინერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და მას ხუთიდან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. რამდენიმე დღის წინ, სასამართლომ ორი თვით გააგრძელა კალათბურთელის პატიმრობა.

გრაინერი 2015 წლიდან თამაშობს ეკატერინბურგის საკალათბურთო კლუბში და მასთან ერთად ოთხჯერ მოიგო ქალთა ევროლიგა. ის ასევე ქალთა NBA-ის ჩემპიონია.