ჰილარი კლინტონმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე დემოკრატი სენატორი გააკრიტიკა
ჰილარი კლინტონმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე დემოკრატი სენატორი გააკრიტიკა

ჰილარი კლინტონი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე დემოკრატ სენატორ ბერნი სანდერსს აკრიტიკებს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

საქმე ეხება აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის მიერ ახალ დოკუმენტურ ფილმში გამოთქმულ მოსაზრებას. აღნიშნულ ფილმში კლინტონი აცხადებს, რომ „კონგრესში ყოფნის დროს ბერნი სანდერსს არაფერი გაუკეთებია და ის არავის მოსწონს“.

აშშ-ში ჩატარებული ბოლო გამოკითხვებით ვერმონტელი სენატორი ბერნი სანდერსი „დემოკრატიული პარტიის“ ამომრჩევლებს შორის ყველაზე დიდი სიმპათიით სარგებლობს. მას ხმას გამოკითხულთა 21% მისცემდა. მეორე ადგილზე აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

დატოვე კომენტარი