ჰილარი კლინტონი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ გამორიცხავს
ჰილარი კლინტონი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ გამორიცხავს

ჰილარი კლინტონი 2020 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ გამორიცხავს.

ბიბისისთან“ ინტერვიუში აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ახლო გარემოცვის წევრები მას მოუწოდებენ, 2020 წლის საპრეზიდენტო მარათონში ჩაებას.

„როგორც ამბობენ, არასოდეს თქვა არასოდეს. სულ ვფიქრობ, როგორი პრეზიდენტი ვიქნებოდი, 2016 წლის არჩევნებში ტრამპი რომ დამემარცხებინა. რას გავაკეთებდი განსხვავებულად და რას მოუტანდა ეს ჩემს ქვეყანასა და მსოფლიოს“, – განაცხადა კლინტონმა და აქვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პრეზიდენტად კენჭისყრა მის გეგმებში არ არის.

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა დაამარცხა.