ჰელსინკიში სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული 1500 ჟურნალისტი გააშუქებს
ჰელსინკიში სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული 1500 ჟურნალისტი გააშუქებს

ფინეთში სამიტისთვის ემზადებიან. ხვალ ჰელსინკიში ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდებიან.

დონალდ ტრამპი ფინეთში დღეს საღამოს შოტლანდიიდან ჩავა, რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინი ჰელსინკიში ხვალ დილით ჩავა. სავარაუდო მიზეზი მსოფლიო ჩემპიონატია, რომლის ფინალური მატჩიც დღეს უნდა გაიმართოს.

ჰელსინკიში უკვე დაიწყო მუშაობა მედიაცენტრმა, სადაც ჟურანლისტებისთვის სამუშაო ადგილებია გამოყოფილი. მედიაცენტრის დიდ ეკრანზე დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს აჩვენებენ, უკვე ხვალიდან კი ლიდერების გამოსვლებს.

ლიდერები მედიაცენტრიდან სამ კილომეტრში, პრეზიდენტის სასახლეში შეხვდებიან ერთმანეთს.

სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული 1500 ჟურნალისტი გააშუქებს. მათ შორისაა პირველი არხის კორესპონდენტი ლევან ახალაია.

ტრამპი-პუტინის შეხვედრა აქციების გარეშე არ ჩაივლის. ფინეთში რამდენიმე საპროტესტო აქციია დაგეგმილი. ქალაქში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული.