ჰელსინკიში მაიკ პომპეოსა და სერგეი ლავროვის შეხვედრაც მიმდინარეობს
ჰელსინკიში მაიკ პომპეოსა და სერგეი ლავროვის შეხვედრაც მიმდინარეობს

ჰელსინკიში აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაც მიმდინარეობს. მაიკ პომპეო და სერგეი ლავროვი ერთმანეთს პირველად ხვდებიან.

შეგახსენებთ, ფინეთის პრეზიდენტის სასახლეში გრძელდება რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრა.

პუტინი ჰელსინკიში დაგვიანებით ჩავიდა. ორმხრივი მოლაპარაკებები თბილისის დროით დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყო.