„ჰელსიკორში“ აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა კლინიკა დატოვეს და მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ქართულ-ებრაული კლინიკა „ჰელსიკორი“ სამართალდამცველებმა დატოვეს და მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკაში განუცხადეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, კლინიკის ელექტრონულ ფოსტაზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა. სამართალდამცველებმა კლინიკა დაათვალიერეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს სუს-ში განუცხადეს, შენობაში საეჭვო არაფერი აღმოჩნდა და მიმდინარეობს გამოძიება.