ჰავაიზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ჰავაიზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ჰავაიზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ვულკანიდან ამოფრქვეული ლავა ერთ-ერთი სახლის აივანზე მდგარ მოქალაქეს ფეხზე შეესხა. ის ჰოსპიტალიზებული.

შეგახსენებთ, ჰავაიზე ვულკან კილაუეას ამოფრქვევა რამდენიმე დღეა გრძელდება. ლავა 9 კილომეტრის სიმაღლეზე იფრქვევა. გავრცელებული ცნობით, ის უკვე მიუახლოვდა ჰავაის ცენტრალურ ავტომაგისტრალს. განადგურებულია კიდევ 4 საცხოვრებელი სახლი. მეცნიერების თქმით, ლავის გარდა ატმოსფეროში ტოქსიკური ნივთიერებებიც იფრქვევა, რომლებიც ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

ჰავაის ხელისუფლებამ ვულკან კილაუეას ამოფრქვევის გამო 10 ათას მოქალაქეს ევაკუაციის ურჩია. თუმცა, მოქალაქეთა ნაწილმა ეს რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. ვულკანიდან ამოფრქვეულმა ლავამ 30-ზე მეტი სახლი გაანადგურა. დონალდ ტრამპა ჰავაის ეს ნაწილი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.