ჰავაიზე ვულკანი უზარმაზარ ნასხვრევებს ისვრის და მიწისძვრებს იწვევს
ჰავაიზე ვულკანი უზარმაზარ ნასხვრევებს ისვრის და მიწისძვრებს იწვევს

ჰავაის ვულკანმა კილაუეამ ბოულინგის ბურთზე სამჯერ დიდი ბაზალტური ნამსხვრევების ამოტყორცნა დაიწყო. პროცესს თან ახლავს მიწისძვრები.

4,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც კილაუეას კალდერამ, მისმა ერთ-ერთმა უდიდესმა კრატერმა, 90 სანტიმეტრით დაიწია.


აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, ადგილობრივები და ჰავაის ვულკანური ობსერვატორიის თანამშრომლები ხშირი ბიძგების, დაზიანებული გზებისა და შენობა-ნაგებობების შესახებ იუწყებიან.

მეცნიერთა განცხადებით, მიწისძვრები კიდევ უფრო დიდი სიხშირით გაგრძელდება და განსაკუთრებით სახიფათოც იქნება, რადგან მიწისპირიდან არც თუ ისე დიდ სიღრმეში ხდება.

ვულკანის მიერ ამოტყორცნილი 60 სანტიმეტრი სიგრძის ბაზალტური ნამსხვრევები კილაუეას კრატერიდან ასობით მეტრის მოშორებით იპოვეს.

ვულკან კილაუეას ამოფრქვევა ჰავაიზე რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. მეცნიერთა ვარაუდით, ამოფრქვევები შესაძლოა, წლობით გაგრძელდეს.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით