ჰავაის კუნძულ მაუის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
ჰავაის კუნძულ მაუის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

ჰავაის კუნძულ მაუის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ჰერმან ანდრიამ თანამდებობა დატოვა. მან გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გადადგომამდე ერთი დღით ადრე უპასუხა შეკითხვებს წინასწარი გაფრთხილების სისტემასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სისტემა, რომელიც მაუის აქვს, მოქალაქეებს ცუნამის შესახებ ატყობინებს. მისივე თქმით, თუ სირენას ხანძრის შემთხვევაში ჩართავდნენ, შესაძლოა, მოქალაქეები უფრო საშიში ზონებისკენ წასულიყვნენ.

კუნძულის მცხოვრებლებმა მედიას განუცხადეს, რომ სწრაფ რეაგირებას უფრო მეტი ადამიანის გადარჩენა შეეძლო.

შეგახსენებთ, გამაფრთხილებელი სიგნალის სისტემა, რომელიც კუნძულის ირგვლივ 80 სირენას მოიცავს, ყოველთვიურად გადის შემოწმებას, თუმცა ხანძრის დღეს გამაფრთხილებელი სიგნალი არ ჩართულა. ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 111 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 000-ზე მეტი დაკარგულად ითვლება.