„ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 10 000-ს აჭარბებს
„ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 10 000-ს აჭარბებს

ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა, – ამის შესახებ ინფორმაციას ღაზაში „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ისრაელის ძალების მხრიდან დარტყმების შედეგად ასობით სამიზნე განადგურდა, მათ შორის „ჰამასის“ სამხედრო კომპლექსი.

ამასთან, მედია იუწყება, რომ ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების სიზუსტე ეჭვქვეშ დააყენა.