„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელის ძალებთან შეტაკება ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მიმდინარეობს
„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელის ძალებთან შეტაკება ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მიმდინარეობს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„ჰამასის“ სამხედრო ფრთამ, ალ-ქასამის ბრიგადებმა განაცხადეს, რომ უპირისპირდებიან ისრაელის სამხედრო სახმელეთო შეჭრას ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში.
„ჰამასის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ძალადობრივი შეტაკებები“ მიმდინარეობს ჩრდილოეთ ღაზაში მდებარე ბეიტ ჰანუნთან და ცენტრში, ბურეიჯთან. დამატებითი დეტალები იმის შესახებ, თუ რა ფორმით მიმდინარეობს შეტაკებები, უცნობია.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის სახმელეთო ჯარები „ამაღამ ოპერაციებს აფართოებენ“. ამასთან, ისრაელის ჯარის სპიკერმა, ნირ დინარმა განაცხადა, რომ „ისრაელის ჯარები და ტანკები ღაზის სექტორში არიან, ისინი ისვრიან და მოქმედებენ, მაგრამ ისინი გუშინაც იყვნენ ღაზაში“.