„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელის ძალებთან შეტაკება ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მიმდინარეობს

04:04, 28.10.2023
Fire billow from Israeli air strikes in the Gaza Strip, controlled by the Palestinian Islamist movement Hamas, on May 10, 2021. - Israel launched deadly air strikes on Gaza in response to a barrage of rockets fired by the Islamist movement Hamas amid spiralling violence sparked by unrest at Jerusalem's Al-Aqsa Mosque compound. (Photo by MAHMUD HAMS / AFP)

„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელის ძალებთან შეტაკება ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მიმდინარეობს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ჰამასის“ სამხედრო ფრთამ, ალ-ქასამის ბრიგადებმა განაცხადეს, რომ უპირისპირდებიან ისრაელის სამხედრო სახმელეთო შეჭრას ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში.

„ჰამასის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ძალადობრივი შეტაკებები“ მიმდინარეობს ჩრდილოეთ ღაზაში მდებარე ბეიტ ჰანუნთან და ცენტრში, ბურეიჯთან. დამატებითი დეტალები იმის შესახებ, თუ რა ფორმით მიმდინარეობს შეტაკებები, უცნობია.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის სახმელეთო ჯარები „ამაღამ ოპერაციებს აფართოებენ“. ამასთან, ისრაელის ჯარის სპიკერმა, ნირ დინარმა განაცხადა, რომ „ისრაელის ჯარები და ტანკები ღაზის სექტორში არიან, ისინი ისვრიან და მოქმედებენ, მაგრამ ისინი გუშინაც იყვნენ ღაზაში“.

მსგავსი