ჰაკერული დაჯგუფება „ანონიმუსი“ აცხადებს, რომ „ქართული ოცნებისა“ და ტელეკომპანია „პოსტივის“ ვებგვერდები გათიშა
საერთაშორისო ჰაკერული დაჯგუფება „ანონიმუსი“ აცხადებს, რომ საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ და ტელეკომპანია „პოსტივის“ ვებგვერდები გათიშა.
„რუსეთის მიერ კონტროლირებად საქართველოს მარიონეტულ ხელისუფლებას: მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, თქვენ გადაწყვიტეთ უგულებელყოთ ჩვენი მოთხოვნა, შეწყვიტოთ პოლიციის სისასტიკე მომიტინგეების მიმართ და განაგრძეთ მათი შეურაცხყოფა, შევიწროება და ზიანის მიყენება. საკუთარი მოქალაქეების მიმართ თქვენი არაადამიანური ქმედებებისთვის, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი მთავრობის ყველა ვებ-რესურსის გაფუჭებას და გამორთვას. ეს არ არის საფრთხე; ეს არის დაპირება. ვიდრე სამართლიანობა არ გაიმარჯვებს, მას ჰაკერობა და პროტესტი ჩაანაცვლებს. უსაფრთხოება და დემოკრატია გაამართლებს თქვენს ვირტუალურ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას. არ დაგავიწყდეთ: საქართველო რუსეთი არ არის და არც არასდროს იქნება“, – აღნიშნულია ჯგუფის განცხადებაში.