მედიის ინფორმაციით, „ტვიტერის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ცნობილი ჰაკერი დაინიშნა
მედიის ინფორმაციით, „ტვიტერის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ცნობილი ჰაკერი დაინიშნა

„ტვიტერის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ცნობილი ჰაკერი დანიშნეს. საუბარია პეიტერ ზატკოზე, რომელსაც ზედმეტსახელად მაჯს ეძახიან.

როგორც ზატკო აცხადებს, ის მიკრობლოგ „ტვიტერის“ საინფორმაციო უსაფრთხოებას დაიცავს, უზრუნველყოფს პლატფორმის მდგრადობას და ბოროტმოქმედების მანიპულაციებს აღკვეთას.

ზატკო 1980-იანი წლების ბოლოს აშშ-ში მოქმედი ცნობილი ჰაკერული დაჯგუფების წევრი იყო. 90-იანი წლების დასაწყისში, ჰაკერების სახელით, მან ერთ-ერთმა პირველმა აშშ-ის ხელისუფლებასთან კონტაქტი დაამყარა.

შეგახსენებთ, რომ „ტვიტერზე“ ჰაკერების თავდასხმა 2020 წლის ივლისში მოხდა. მაშინ კიბერდამნაშვეების სამიზნე ცნობილი ადამიანების, მათ შორის ამერიკელი მილიარდერების ილონ მასკის, ბილ გეითსის, ჯეფ ბეზოსის პირადი გვერდები იყო.

თავდასხმის შემდეგ ჰაკერებმა ცნობილი ადამიანების „ტვიტერის“ გვერდებიდან მიკრობლოგის მომხმარებლებს მოუწოდეს, მათთვის ფული გადაერიცხათ და უკან გაორმაგებული თანხის გადარიცხვას დაპირდნენ. ამ გზით მათ 100 ათასი დოლარი მიიღეს.

აგვისტოში „ტვიტერზე“ კიბერთავდასხმისთვის ბრალი სამ ახალგაზრდას წაუყენეს.