მადონა, ლედი გაგა და სხვა ვარსკვლავები ჰაკერების მსხვერპლნი გახდნენ
მადონა, ლედი გაგა და სხვა ვარსკვლავები ჰაკერების მსხვერპლნი გახდნენ

მადონა, ლედი გაგა, რობერტ დე ნირო და სხვა ვარსკვლავები ჰაკერების მსხვერპლნი გახდნენ. როგორც „ბიბისი“ წერს, კიბერთავდასხმის შედეგად ბოროტმოქმედებმა ხელში ჩაიგდეს ცნობილი ვარსკვლავების კონტრაქტები და პირადი მიმოწერაც კი.

დამნაშავეებმა შეაღწიეს ნიუ იორკში მოქმედი ცნობილი საადვოკატო ფირმის კომპიუტერულ სისტემაში, საიდანაც, როგორც თავად ჰაკერები ამბობენ, 756 გიგაბაიტი ინფორმაცია მოიპარეს.

ჰაკერებმა უკვე გამოაქვეყნეს დოკუმენტების ნაწილი და საადვოკატო ფირმისგან გამოსასყიდს ითხოვენ.

მათ ასევე გამოაქვეყნეს იმ ვარსკვლავების ჩამონათვალი, რომელთაც პირადი ინფორმაცია ჩაიგდეს ხელში. მათ შორის არიან მომღერალი ნიკი მინაჟი, აუტკასტი, მერაია კერი, მერი ჯეი ბლაიჯი და ა.შ.

დატოვე კომენტარი