აშშ-ში საქართველოდან ექსტრადირებულ რუს ჰაკერს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
აშშ-ში საქართველოდან ექსტრადირებულ რუს ჰაკერს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში საქართველოდან ექსტრადირებულ რუს ჰაკერ ანდრეი ტიურინს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს. ანდრეი ტიურინმა „ჯიპიმორგან ჩეისსა“ და სხვა ამერიკულ ფინანსურ დაწესებულებასა თუ კომპანიაზე კიბერთავდასხმები აღიარა. რუსი ჰაკერი საქართველოში დააკავეს.

ნიუ იორკის მანჰეტენის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ტიურინს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და 20 მილიონი დოლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

ტიურინს ბრალად ედება ამერიკულ ფინანსურ ჰოლდინგ „ჯიპიმორგან ჩეისის“ 80 მილიონი კლიენტის მონაცემების უკანონოდ მითვისება.

ბრალდება ამტკიცებს, რომ რუსეთის მოქალაქის თანამზრახველი არის ისრაელის მოქალაქე გერი შალონი. გამოძიების მიხედვით, ბოროტმოქმედები ტიურინის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ელეტრონული ფოსტაზე წერილების გასაგზავნად და სიმდიდრის უკანონოდ მოხვეჭისთვის იყენებდნენ. სამართალდამცველების ცნობით, ტიურინმა და მისმა თანამზრახველმა მილიონობით დოლარი უკანონოდ მიითვისეს.

ტიურინის თანამზრახველი შალონი ასევე დაკავებულია. მისი აშშ-ში ექსტრადირება 2015 წელს მოხდა.

აშშ-ის მიერ ძებნილი ანდრეი ტიურინი ქართველმა სამართალდამცველებმა 2017 წელს დააკავეს. 2018 წლის სექტემბერში საქართველომ რუსი ჰაკერი აშშ-ს გადასცა.