ჰაიკო მაასი აცხადებს, რომ დიდი შვიდეულის ფორმატის შესაცვლელად ახლა შესაფერისი დრო არ არის
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი აცხადებს, რომ დიდი შვიდეულის ფორმატის შეცვლისთვის ახლა შესაფერისი დრო არ არის.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
აღნიშნული განცხადება ჰაიკო მაასმა მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდი შვიდეულის მონაწილე ქვეყნების შემადგენლობის გადახედვის ინიციატივით გამოვიდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს სურს, რომ სამიტი სექტემბერში გაიმართოს და დიდი შვიდეულის რიგებში რუსეთი, ავსტრალია, ინდოეთი და სამხრეთ კორეა მიიწვიონ.
„ვეჭვობ, რამდენად აქვს აზრი ახალი საერთაშორისო შუამავალი ფორმატის შექმნას“,- აცხადებს ჰაიკო მაასი.
დიდი შვიდეულის სამიტი 10-12 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა გამართულიყო, თუმცა „კოვიდ-19“- ის პანდემიის გამო, გადაიდო.